23:26 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 20:16:41, 1043 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

დღეს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით აგროსერვის ცენტრის ადმინისტრaციულ შენობაში, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  გიორგი ხანიშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ  ტიტე აროშიძესთან ერთად დაესწრო.  თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შტაბი სრულ მზადყოფნაშია, რომ მოემსახუროს ფერმერებს და მოახდინოს გამართულა კოორდინაცია.

„მნიშვნელოვანია, შტაბმა იმუშაოს გამართულად, მოახდინოს მაქსიმალური კოორდინაცია ფერმერებსა და მუნიციპალურ სამსახურებს შორის, რათა ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად ჩატარდეს",  - აცხადებს მთავრობის მეთაური.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკოორდინაციო შტაბი ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით აამოქმედა. შტაბი მუშაობას დღეიდან დაიწყებს და 1 თებერვლამდე გააგრძელებს.  იმუშავებს ცხელი ხაზიც - 1501, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

25 ნოემბრიდან  აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. 1 კგ სამრეწველო მანდარინზე სახელმწიფოს მხრიდან 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება, ხოლო 10 თეთრს გადაიხდის საწარმო. შესაბამისად, სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი 50-55 ათასი ტონა იქნება. საექსპორტო მანდარინს ამზადებს 30–მდე მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics