|
2018-10-12 17:48:54, 2352 ნახვა
კომენტარი
კაკაურიძე: სწორედ იმიტომ გვაქვს კონსულტაციები, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გავანაწილოთ არსებული რესურსები
სწორედ იმიტომ გვაქვს კონსულტაციები როგორც სამინისტროებთან, ასევე საკომიტეტო ფორმატში, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად გავანაწილოთ არსებული რესურსები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ყურადღება გაამახვილა აგრარულ სექტორში ცალკეული პროგრამებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე. "ამ ეტაპზე, ფაროსანას საწინააღმდეგოდ გათვალისწინებულია 35 მილიონი ლარი. თუმცა კონსულტაციები ამ მიმართულებით გაგრძელდება. რაც შეეხება სხვა პროგრამებს, ნაწილი პროექტებისა, დაფინანსებულია მაღალმთიანი განვითარების ფონდიდან და მომავალ წელსაც აღნიშნული ფონდიდან გაგრძელდება დაფინანსება, ნაწილი კი სამინისტროს ასიგნებებიდან მიიმართება. ჩვენ ვნახავთ, განვიხილავთ შენიშვნებსა და წინადადებებს და ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარინტში ეს წინადადებები იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)