01:03 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 10:47:46, 2868 ნახვა

მსოფლიო
აშშ ქარიშხალ „მაიკლს“ ებრძვის - დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „მაიკლს“ სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 11 წლის ბავშვი, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატები დატბორილია. ორი შტატის 600 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარიშსხლის გამო, საცხოვრებელი სახლები დაინგრა, ელექტრო-ენერგიის გადამცემი ხაზები დაზიანდა, ცალკეულ უბნებში კი, ქუჩის სავალი ნაწილები, მაღაზიები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ქარიშხალმა მოგლიჯა ხეებიც.

მედიის ცნობით, სტიქიური საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ფლორიდის, ალაბამისა და ჯორჯიის შტატებში. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სანაპირო რაიონებიდან ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. მობილიზებულია არმია, სამაშველო და სახანძრო სამსახურები.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics