|
2018-10-11 13:33:36, 1597 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ტ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 31 დეკემბერს, ნ.ტ. და რ.გ. შეშის დამზადების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე ანჯელის ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ცხენით მოძრავი ი.კ. შეხვდათ. ნ.ტ.-მ წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, განზრახ მოკვლის მიზნით ი.კ.-ს სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად ი.კ. ცხენიდან ჩამოვარდა, რის შემდეგაც ნ.ტ.-მ მას თავის არეში ესროლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნ.ტ. და რ.გ.-მ ი.კ. ბრეზენტის ქსოვილში გაახვიეს, ნ.ტ.-ს საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდინარე რიონში გადააგდეს. ჩატარებული აქტიური სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად ი.კ.-ს გვამი ვერ იქნა აღმოჩენილი. „სამართალდამცველებმა ნ.ტ. და რ.გ. 2018 წლის 11 იანვარს დააკავეს. ნ.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), ხოლო რ.გ.-ს 375-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად) წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ნ.ტ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო რ.გ.-სთან, გამოძიებასთან მაღალი ხარისხის თანამშრომლობის გათვალისწინებით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)