|
2018-10-11 12:55:31, 2530 ნახვა
მსოფლიო
ფლორიდას ქარიშხალი „მაიკლი“ დაატყდა თავს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
აშშ-ის შტატ ფლორიდად ქარიშხალი "მაიკლი" დაატყდა თავს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ NBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაინგრა, ელექტრო-ენერგიის გადამცემი ხაზები დაზიანდა, ცალკეულ უბნებში კი, ქუჩის სავალი ნაწილები, მაღაზიები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ქარიშხალმა მოგლიჯა ხეებიც. სინოპტიკოსების განცხადებით, ამ დროისთვის ქარიშხალი მეოთხე კატეგორიამდე შესუსტდა და ის ჩრდილოეთით მიემართება. მედიის ცნობით, ფლორიდის გარდა, სტიქიური საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობაა ალაბამისა და ჯორჯიის შტატებშიც გამოცხადდა. ტელეკომპანია NBC იტყობინება, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სანაპირო რაიონებიდან ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. მობილიზებულია არმია, სამაშველო და სახანძრო სამსახურები.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)