|
2018-10-10 15:57:16, 2828 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც რეზოლუციის გაწვევას ეხება, უკმაყოფილოა
რუსეთი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც რეზოლუციის გაწვევას ეხება, უკმაყოფილოა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა, რომ ევროსაბჭო კრიზისულ მდგომარეობაშია, რადგან ნაციონალური დელეგაციების დისკრიმინაციას ეწევა. "მწუხარების გარდა სხვა არაფრის გამოწვევა ამ ყველაფერს არ შეუძლია. რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც ეროვნული დელეგაციების დისკრიმინაციას ეწევა, ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობის მომხრეები ვართ", - განაცხადა ტოლსტოიმ და დასძინა, რომ რუსოფობია გრძელდება, მათ შორის ევროპარლამენტში. ცნობისთვის, ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება არ განეხილა რეზოლუცია რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნების შესახებ. შესაძლოა, დოკუმენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე, 2019 წლის იანვარში განიხილონ. ამ ეტაპზე რეზოლუცია კომიტეტებში დაბრუნდა. მისი განხილვა გუშინ შედგა. სხდომის დროს ევროსაბჭოს დეპუტატებმა ცხარე დებატები გამართეს. საბოლოოდ რეზოლუციის ავტორმა ის გაიწვია. შეგახსენებთ, რომ რუსეთს სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიას უკავშირდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)