|
2018-10-10 15:01:43, 1357 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისში ამოქმედებული ჭკვიანი კამერების რიცხვი 248-მდე გაზარდა
საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე "ჭკვიანი კამერები" დაემატა. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისში ჯამურად 248 ე.წ. "ჭკვიანი კამერა," მათ შოროს სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის კონტროლის სისტემით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება. დღეიდან დედაქალაქში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია შემდეგ ადგილებში ამოქმედდა: 1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე, (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ); 2. მ.გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ); 3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ); 4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - ევროპის ქუჩის დასასრულამდე, (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ); 5. ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-დან - ნ.ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ); 6. ნ.ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან - ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ). შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას. წლის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია ჯამში 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)