|
2018-10-07 23:22:12, 3496 ნახვა
მსოფლიო
ინტერპოლის პრეზიდენტი რომელიც დაკარგული იყო თანამდებობიდან გადადგა
ინტერპოლის პრეზიდენტი მენგ ჰონგვეი დაკავბული თანამდებბიდან გადადგა. - ამის შესახებ ინტერპოლის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ქალაქ ლიონიში ინტერპოლის გენერალურმა საბჭომ მენგ ჰონგვეისგან მიიღო განცხადება, თანამდებობის დატოვების თხოვნის შესახებ. " - წერია განცხადებაში. საფრანგეთის პოლიციამ ინტერპოლის ხელმძღვანელის გაუჩინარების გამო, საქმე აღძრა. ჩინური წარმოშობის მენგ ჰონგვეი საერთაშორისო პოლიციას სათავეში 2016 წლის ნოემბერში, 4 წლის ვადით ჩაუდგა. მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას ჰონგვეის მეუღლემ აუწყა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ქალაქ ლიონში ცხოვრობს. ლიონშივე მდებარეობს ინტერპოლის მთავარი ოფისი. მეუღლის განცხადებით, ჰონგვეი სექტემბრის ბოლოს ჩინეთში გაემგზავრა და მას შემდეგ არ სჩანს. 64 წლის მენგ ჰონგვეის ინტერპოლის მეთაურად არჩევამდე, ჩინეთში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას კრიმინალურ სამართალში თითქმის 40-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, მათ შორის ნარკოტიკებთან, ტერორიზმთან, საზღვრის უსაფრთხოებასთან ბრძოლაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)