|
2018-10-03 16:16:32, 1902 ნახვა
კომენტარი
ბოკერია უმრავლესობას: როდის მიხვდებით, რომ ზურაბიშვილი სამარცხვინო კი არა, ქვეყნისთვის საშიშია
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდოდატს აკრიტიკებს. როგორც ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატის რიტორიკა ქვეყნისთვის საზიანოა. "თქვენ როდის იხმართ ტერმინს „სამარცხვინოს“ სალომე ზურაბიშვილზე? ახლა ჩავიდა სამცხე-ჯავახეთში და პირდაპირ რუსული ნარატივი გაიმეორა, რომ ჩემი ოპონენტი იქ თურქების საქმეს აკეთებდაო. მაშინ აღშფოთდებით, ახლა აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეებთან რომ ჩავა და თუ იტყვის, რომ ის ოპონენტები სომხები არიან და გვიპყრობენო? რა უნდა ქნას, თუ ასლან აბაშიძის დროშა ააფრიალოს აჭარაში? როდის გეყოფათ ზღვარი და მიხვდებით რომ ეს სამარცხვინო კი არა საშიშია ქვეყნისთვის", - განაცხადა ბოკერიამ. აღსანიშნავია, რომ ბოკერიას ამ განცხადებამ საპარლამენტო უმრავლესობა გააღიზიანა და ამას დარბაზში დებატები მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, „ევროპულმა საქართველომ“ დარბაზი დატოვა. მანამდე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა. კობახიძს თქმით, საპარლამენტო უმცირესობა ზურაბიშვილის განცხადებებს ინტერპრეტირებულ სახეს აძლევს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)