|
2018-10-03 15:27:48, 2765 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი სოფელ ხურვალეთიდან მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება
სახალხო დამცველი სოფელ ხურვალეთიდან საქართველოს მოქალაქის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ოთინაშვილის გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, კერძოდ, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე მოხდა. „2018 წლის 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე, სამი არასრულწლოვნის დედა მაია ოთინაშვილი გაიტაცეს. თვითმხილველების მიერ სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, შეიარაღებული, ნიღბიანი პირების მიერ მოქალაქის გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს მაია ოთინაშვილს დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე „ბრალად ედება" თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში" დახმარება“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)