|
2018-10-03 13:35:32, 1512 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: „ომეგასთან“ დაკავშირებით რაც მეტი ჩანაწერი გავრცელება, მით უფრო აბსურდული გახდება ეს ქეისი
„რა ლოგიკაა, როცა გრაფიკი შეგიძლია გააკეთო, გადაიხადო, ამით ვალი შეიმცირო და უფრო ძვირს იხდი ქრთამად? ამიტომ ვამბობ, აბსურდია და რაც მეტი ჩანაწერი იქნება, მით უფრო აბსურდული გახდება ეს ქეისი“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული ფარული ჩანაწერები დამონტაჟებულია. მფლობელებს კი, გრაფიკის სახით იმის მცირედი თანხაც, რომ შემოეთავაზებინა, უწყება დავალიანებას გადაუვადებდა. არშეკრება ნიშნავდა, რომ კარი იყო ღია „ომეგასთვის“, თუ მას რაიმე სახით ვალის შემცირება უნდოდა. მართალია დადასტურდა, რომ „ომეგასთან“ დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერი მონტაჟია, მაგრამ წავიდეთ ამ დაშვებით – რა მილიონებზეც იქ არის ლაპარაკი, გრაფიკის სახით იმის მცირედი თანხაც რომ შემოეთავაზებინა, ჩვენ ვუვადებდით. რომ ნახოთ ციფრები, ბევრად დაბალია, ვიდრე ის შეთავაზებები, რაც იმ სატელეფონო საუბრებშია. ამიტომ რა ლოგიკაა, როცა გრაფიკი შეგიძლია გააკეთო, გადაიხადო, ამით ვალი შეიმცირო და უფრო ძვირს იხდი ქრთამად? ამიტომ ვამბობ, აბსურდია და რაც მეტი ჩანაწერი იქნება, მით უფრო აბსურდული გახდება ეს ქეისი, დამერწმუნეთ ამაში, თქვენ თვითონ დარწმუნდებით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)