12:54 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 11:53:38, 2661 ნახვა

სამართალი
ბაზალეთში ყოფილ სკოლა-პანსიონში აფეთქება მოხდა - დაშავდა 3 ადამიანი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში, ყოფილ სკოლა-პანსიონის შენობაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, შენობაში დევნილები ცხოვრობენ. ფეთქება საცხოვრებელ სახლში მოხდა და, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. 

როგორვ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, ოჯახის წევრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics