|
2018-10-03 11:19:50, 942 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: გაერო-ს გენერალური ასამბლეა კარგი შესაძლებლობა იყო გვესაუბრა რუსულ ოკუპაციაზე
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, გაერო-ს 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა, იყო კარგი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ რუსულ ოკუპაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ესაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა აქვს. "ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ გამოგვეტანა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა – ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ჩვენს ტერიტორიებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ, მთელი მსოფლიო თანამეგობრობის გასაგონად აღვნიშნეთ ეს გამოწვევები, ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც, სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ და, ამავდროულად, გავახმოვანეთ ის გზები, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი ინიციატივებით ამ ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულებას. ბუნებრივია, აქ ჩვენ მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვჭირდება და მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ჩვენ ეს მხარდაჭერა გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)