|
2018-10-02 19:16:21, 1518 ნახვა
კომენტარი
გაჩეჩილაძე: ქალბატონ სალომეს აქვს უზარმაზარი დიპლომატიური გამოცდილება
"ქართული ოცნება - მწვანეების" ლიდერი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს დიპლომატიური გამოცდილება აქვს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მისი პრეზიდენტობით ყველა კმაყოფილი იქნება. "ქალბატონ სალომეს აქვს უზარმაზარი დიპლომატიური გამოცდილება და ამ გამოცდილების უკან დგას ძალიან სერიოზული კავშირები საერთაშორისო დონეზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც, ვუჭერთ მხარს ამ ადამიანს, გარდა ამისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ადამიანი იქნება აბსოლუტურად ნეიტრალური, არ იქნება არცერთ მხარეზე. კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ იქნება მისი სახელმძღვანელო და რომლის მიხედვითაც ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, ადამიანთა შორის მეგობრობა და ა.შ. ქალბატონი სალომე ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე გავიაროთ რთული პერიოდი და ბოლომდე მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი საყვარელი მოსახლეობა ფეხზე წამოდგეს და ყველა ადამიანი კმაყოფილი იყოს ცხოვრებით", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)