|
2018-10-02 16:34:06, 1542 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლო არხი ამოქმედებულია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ხურვალეთთან 37 წლის მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება. ციხელაშვილის განმარტებით, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია, რათა საქართველოს მოქალაქე მალე გათავისუფლდეს. „ჩვენ საუბარი გვაქვს და საქმე გვაქვს იმ რეჟიმთან, რომელზეც მე თქვენ მოგახსენეთ, რომ არანაირ ჩარჩოებში აღარ ჯდება ეს მოქმედება და რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნაც და მოწოდებაც ყველა პირის თუ ჯგუფის მიმართ, რომელსაც შეუძლია გარკვეული მოქმედებების ჩატარება, არის ის, რომ დაუყოვნებლივ იქნას ეს ქალბატონი გათავისუფლებული. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად ყველა არხით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)