|
2018-10-02 14:46:38, 1702 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი დღის ბოლომდე კლინიკაში დარჩება
ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი კლინიკა "მედიქლაბ ჯორჯიაში" დღის ბოლომდე დარჩება. მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ყოფილი მინისტრისთვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები მათთვის არ გადაუციათ. „დღეს მერაბიშვილთან შევა სხვადასხვა პროფილის რამდენიმე ექიმი, მოხდება სრულყოფილი ახალი კვლევის ჩატარება. ჰორნერის სინდრომთან დაკავშირებით არ არის დადგენილი რამ გამოიწვია. როგორც აქამდე ვამბობდით, ეს შეიძლება იყოს, ინტოქსიკაცია. იმედია სრულად გამოიკვლევენ და დიაგნოზს მაინც გვეტყვიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა გვითხრას რომ, ისინი არიან უძლურები, არ შეუძლიათ მერაბიშვილისთვის დიაგნოზის დასმა და მისი მკურნალობა“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს. მერაბიშვილი კლინიკაში 12 სექტემბერსაც იმყოფებოდა. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას დამატებითი გამოკვლევები უტარდება. მერაბიშვილის გადაყვანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილს სერიოზული არაფერი სჭირს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)