|
2018-10-02 12:21:35, 3287 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგში დონალდ ტრამპმა ბოლო ადგილი დაიკავა
ანალიტიკური ცენტრის Pew Research Center -ის კვლევის თანახმად, ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, კვლევის თანახმად, იკლო ამერიკისადმი ნდობის მაჩვენებელმაც, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს საკმაოდ მაღალი იყო. გამოკითხვაში მონაწილეობა 25 ქვეყნის მოქალაქემ მიიღო. კერძოდ ანალიტიკურმა ცენტრმა 26 112 ადამიანი გამოკითხა. გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიო პოლიტიკაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ხოლო 27% თეთრი სახლის ლიდერისადმი ნდობით გამოირჩევა. ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს აქვს, რომელმაც გამოკითხვაში 52% მოიპოვა. მეორე ადგილზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია (46%). მესამე ადგილს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იკავებს. მას გამოკითხულთა 34% ენდობა. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გამოკითხულთა 30% ენდობა, 60% კი არა. სიაში ბოლო ადგილი დონალდ ტრამპმა დაიკავა. ამავე კვლევის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ნდობა ამერიკის პრეზიდენტებს შორის ბარაკ ობამას ჰქონდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)