|
2018-10-01 17:43:35, 1552 ნახვა
კომენტარი
ბობოხიძე უმრავლესობას - როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ასე გგონიათ თქვენც
„ისევე როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ზუსტად ასე გგონიათ თქვენც“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აუცილებელია მთავარი პროკურორი პარლამენტში მივიდეს და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ კითხვებს პასუხი გასცეს. „ქალბატონო ეკა, თქვენ როგორც კვალიფიციურმა იურისტმა, ყველაფერი თავდაყირა დააყენეთ და მოიყვანეთ კანონი იმისთვის, როგორ არ გავაგრძელოთ საქმე. ბატონმა სერგი კაპანაძემ სწორედ ეს თქვა, იქნება მოვიწვიოთ პროკურორი და ვიმსჯელოთ, რა პრობლემებია, რა კითხვებია და როგორ მიდის საქმე. მე არ ვამბობ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე რაც ითქვა ყველაფერი მართალია, არის თუ არა მართალი, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, ოღონდ თქვენი გამოძიება ამას არ დაადგენს. მოვა დრო და ამას დაადგენს ნამდვილი და ჭეშმარიტი გამოძიება. ამის დროც მოვა. ისევე როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ზუსტად ასე გგონიათ თქვენც. სამწუხაროდ, არცერთ ხელისუფლებას არ ყოფნის გონიერება - დრონი მეფობენ და არა მეფენი“, - მიმართა ბობოხიძემ უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)