|
2018-10-01 13:22:51, 1656 ნახვა
კომენტარი
კარასინი: იმედი გვაქვს, საქართველოში საარჩევნო კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული
"ჩვენ ყველა ის პოლიტიკოსი გვესიმპატიურება, ვინც ესიმპატიურება ქართველ ამომჩეველს",- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. კარასინმა იმედი გაქმოთქვა, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული. „კანდიდატების უმრავლესობა ჩვენთვის ნაცნობია. ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში არსებულ იმ პოლიტიკურ ატმოსფეროს, რომლის პირობებშიც ეს საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული. რაც შეეხება კანდიდატებს, ჩვენ ყველა ის პოლიტიკოსი გვესიმპატიურება, ვინც ესიმპატიურება ქართველ ამომჩეველს“,- განაცხადა გირიგორიკარასინმა. ცნობისთვის, პრაღაში რუსეთისა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)