|
2018-09-27 16:01:39, 2289 ნახვა
კომენტარი
კუპატაძე - ვუთანაგრძნობთ არასრულწლოვნების მამებს, მაგრამ ეს მათ მხარდამჭერებს არ აძლევს უფლებას, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენონ
,,ჩვენ ვუთანაგრძნობთ სრულად არასრულწლოვნების მამებს და ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, მაგრამ ეს არც ერთ მოქალაქეს და მის მხარდამჭერებს არ აძლევს იმის უფლებას რომ პოლიციას გაუწიონ წინააღმდეგობა და მიაყენონ შეურაცხყოფა, შესაბამისად ჩვენი მხრიდან იქნება ადეკვატური ზომები მიღებული როგორც იყო გუშინ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ საღამოს მიმდინარე აქციაზე, სამი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ,,აქედან ერთ-ერთმა პირმა ჩაამსხვრია პოლიციის ავტომანქანის კარის უკანა მინა და შესაბამისად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება, ასევე ისინი დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული წესით 166-ე , 173-ე მუხლების საფუძველზე . აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ქმედებები ჩვენი მხრიდან გაგრძელდება იმ პირებზე, რომლებიც აქციაზე მიმდინარე პროცესების დროს სამართალდარღვევებს ჩაიდენენ“, - განაცხადა კუპატაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)