12:09 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 12:20:14, 1778 ნახვა

სამართალი
პირს, რომელიც დედაზე სისტემატიურად ძალადობდა, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული შ.ბ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126'-ე მუხლის პირველი ნაწილით.  

წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ბ., წლების განმავლობაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას- ნ.ბ.-ს, რომელსაც 2018 წლის 16 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე რკინის ნივთი ჩაარტყა ხელებსა და ზურგში. აღნიშნულმა ქმედებებმა ნ.ბ.-ს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

სამართალდამცველებმა შ.ბ. 2018 წლის 16 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში დააკავეს. მას წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ შ.ბ.-ს სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics