|
2018-09-27 12:03:10, 4511 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: რუსეთი ცდილობს მოაჩვენოს მსოფლიოს, თითქოს უკრაინა, ისევე როგორც საქართველო საკუთარ თავს დაესხა
"რუსეთი ცდილობს მოაჩვენოს მსოფლიოს, თითქოს უკრაინა, ისევე როგორც საქართველო საკუთარ თავს დაესხა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, რუსეთი არღვევს საერთაშორისო წესრიგს და საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით სურს. “რუსეთის აგრესიაზე შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვებამ გამოწვია ის, რომ საქართველოს მოჰყვა უკრაინა. ლიტვინენკოს-სკრიპალი, ხოლო ალეპოს-იდლიბი. კრემლი შეჩერებას არ აპირებს. ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთს აზოვის ზღვის ოკუპაცია სურს. დუმილი არის ის, რაც კრემლს უბიძგებს გააგრძელოს აგრესია. უკრაინის წინააღმდეგ და ავტომატურად თითოეულ ჩვენგანს დაუპირისპირდეს. ის კანონებით და საზღვრებით არ არის შეზღუდული. ის იფიქრებს რომ გადახედოს საერთაშორისო სისტემას ისე როგორც თავად სურს. არაფერი შეაჩერებს მოსკოვს მისი აგრესიული ქმედებებისგან გარდა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევისა", - განაცხადა პოროშენკომ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)