|
2018-09-25 18:15:17, 8167 ნახვა
კულტურა
28 სექტემბერს, „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნება
ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ 28 სექტემბერს გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი თბილისის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. „ეთნოფესტი 2018“-ის შესახებ პრესკონფერენცია თბილისის საკრებულოში გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელმძღვანელი თათია ბიძინაშვილი და პროექტის ორგანიზატორი მაკა დვალიშვილი უძღვებოდნენ. „ეთნოფესტი“ კიდევ ერთი ტრადიციული ატრაქციაა თბილისში, რომელიც რეგიონის ყველაზე მასშტაბური ფესტივალია და დარწმუნებული ვარ, სულ მალე, მსგავსი ტიპის საერთაშორისო ფესტივალებს შორის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. თბილისის მერია შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას მაქსიმალურად მხარს უჭერს. ჩვენ გვაქვს სპეციალური კოდი „კრეატიული თბილისი“, საიდანაც მსგავსი ტიპის ოსტატებს ვუჭერთ მხარს და ვაფინანსებთ. მიხარია, რომ მსგავსი ტიპის პლატფორმაზე, უკვე 150-ზე მეტი არტისტია გაერთიანებული, მათ შორის რეგიონებიდან“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. 150-ზე მეტი ოსტატი, დიზაინერი, მწარმოებელი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, სამი დღის განმავლობაში 28, 29, 30 სექტემბერს საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-4, მე-5, მე-6 პავილიონებში თავიანთ პროდუქციას წარადგენენ. პარალელურად დიზაინერები და მარკეტოლოგები აშშ-დან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან, საჯარო ლექციებს ჩაატარებენ. „ეთნოფესტი 2018“ - ის ფარგლებში დამატებითი საგანმანათლებლო გამოფენები გაიმართება. 30 სექტემბერს კი, საზეიმო დახურვაზე კონკურსის „საუკეთესო სტენდი“ გამოვლინდება. „ეთნოფესტი-2018“-ის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ.გორის მუნიციპალიტეტი, აშშ-ს საელჩო საქართველოში და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.
(NS)
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)