|
2018-09-24 14:14:34, 950 ნახვა
რეგიონი
ბათუმში „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის ყოველწლიური შეხვედრა“ მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის“ (BNSR), სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, კონფერენცია სახელწოდებით: „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის ყოველწლიური შეხვედრა“ მიმდინარეობს. კონფერნციას ესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის“ (BNSR) და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მსოფლიოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (OIE) წარმომადგენლები და ექსპერტები ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, უკრაინა, მოლდოვა, უზბეკეთი, ბელორუსია, თურქეთი. შეხვედრა ეძღვნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას და „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების წარმატებით იმპლემენტაციას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური მიდგომების საშუალებით. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ზოონოზური დაავადებების ეპიდზედამხედველობის ნაწილში გაცვალონ ინფორმაცია; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერების მიზნით გააუმჯობესონ არსებული მონაცემები ლაბორატორიულ-ეპიდემიოლოგიური კოორდინაციის გზით; „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომები გამოიყენონ ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და სურსათის უვნებლობის საკითხების გადასაჭრელად; BNSR-ის პლატფორმა გამოიყენონ ენდემური და აღმოცენებადი დაავადებების საფრთხეებისგან თავდასაცველად. ზემოაღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთ ამოცანას ასევე წარმოადგენს ქსელის გაფართოება და თანამშრომლობის განვითარება ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: მოლდოვა, უზბეკეთი, ბელარუსი, თურქეთი და სხვა.
(NS)
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)