|
2018-09-22 13:43:32, 2426 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით 19 მეწარმე პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით 19 მეწარმე სუბიექტი უწყებამ პასუხისგებაში მისცა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმეები, სამუშაოების განხორციელების პროცესში შესრულებული სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციაში ხელოვნურად ზრდიდნენ შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, რითაც სახელმწიფო თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ. როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი 350 000 ლარს აღემატება. მათივე თქმით, გამოძიების პროცესში, მეწარმე სუბიექტების მიერ ნაწილობრივ იქნა ანაზღაურებული ზიანი 100 000 ლარის ოდენობით. უწყების ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 19 მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)