11:20 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 19:16:07, 1788 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ირანის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ყ.-მ, ჟ.ყ.-მ, ა.ჯ.-მ და ს.ბ.-მ საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს 1033,79 გრ. ნარკოტიკულისაშუალება „ჰეროინი", რომელიც  ფეხსაცმელებში მოათავსეს და 2018 წლის 17 სექტემბერს  სასაზღვრო გამშვებიპუნქტის სადახლოს გავლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში.

„გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე პირი 2018 წლის 18 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტის სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა რ.ყ.-ს, ჟ.ყ.-ს, ა.ჯ.-ს და ს.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. რ.ყ.-სთვის, ჟ.ყ.-სთვის, ა.ჯ.-სთვის და ს.ბ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics