|
2018-09-21 16:40:31, 2986 ნახვა
კომენტარი
ხადური „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერზე: არც ერთ ბიზნეს სუბიექტთან არაფორმალური საუბრები არ მქონია
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური „ომეჯა ჯგუფთან" დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება. ხადურის თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია მის შესახებ არის სრული სიცრუე. "როგორც მინისტრად მუშაობის პერიოდში, ისე შემდეგაც არცერთ ბიზნეს სუბიექტთან არაფორმალური საუბრები არ მქონია და არავის არანაირი ვალდებულებები ჩემს მიმართ არ გასჩენია და ვერც გაუჩნდებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი დადგინდება!", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, „რუსთავი 2“ მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ტელეკომპანიის ცნობით, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლის სატელეფონო საუბარია ასახული. ჩანაწერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის სახელები ფიგურირებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)