|
2018-09-20 09:23:21, 3081 ნახვა
სამართალი
პარლამენტი ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის ანგარიშს დღეს განიხილავს
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 19-21 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს. კანონმდებლები მიმდინარე კვირაში ასამდე საკითხს განიხილავენ. მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც პლენარულ სხდომათა დღის წესრიგში ბიუროს წინა სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად დაემატა. სხვა არსებითი ცვლილებები დღის წესრიგს არ განუცდია. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების თანახმად, პარლამენტი დღეს, 20 სექტემბერს განიხილავს 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშს. 21 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტზე იმსჯელებენ. ბიურომ ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტში შესულია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მურთაზ კიკორიას განცხადება 2018 წლის 30 ნოემბრიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)