|
2018-09-18 15:15:45, 2533 ნახვა
სამართალი
გახარია „ომეგა ჯგუფზე“ - როცა ჩნდება კითხვები ადამიანთან, რომელიც იყო ან არის ჩინოვნიკი, გამოძიება უნდა დაიწყოს
გახარია „ომეგა ჯგუფზე“: როცა ჩნდება კითხვები, განსაკუთრებით ადამიანთან, რომელიც იყო ან არის ჩინოვნიკი, გამოძიება უნდა დაიწყოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსნებით მიმართ კითხვები ჩნდება, გამოძიება სწრაფად უნდა დაიწყოს. „როგორც კი ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები, განსაკუთრებით იმ ადამიანთან, რომელიც იყო ან არის ჩინოვნიკი, გამოძიება უნდა დაიწყოს და რაც შეიძლება მალე დადგინდეს ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგხსნებთ, „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ფარული ჩანაწერილი, სადაც თამბაქოს ბიზნესისა და „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილების შესახებ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, მისი კომპანიონი და „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელ ზაზა ოქუაშვილთან საუბრობენ. ჩანაწერში მთავარ ვერტიკალად ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი სახელდება, საქმეში ასევე ფიგურირებენ ყოფილი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)