|
2018-09-18 13:48:32, 3720 ნახვა
მსოფლიო
სირიის ხელისუფლებამ შეცდომით რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო - დაიღუპა 15 ადამიანი
საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი, რომელსაც რუსი სამხედროები გადაჰყავდა, სირიის ხელისუფლებამ შეცდომით ჩამოაგდო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სირიის თავდაცვას ეგონა, რომ თვითმფრინავი ისრაელს ეკუთვნოდა და მასში ებრაელი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნიშნულის გამო, მათ საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ თვითმფრინავი რუსეთს ეკუთვვნოდა. მედიის ცნობით, IL-20 ტიპის ხომალდი ხმელთაშუა ზღვის თავზე მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მას ოთხი ებრაული გამანადგურებელი ამოეფარა. მომხდარს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიუგუ უკვე გამოეხმაურა. მან ისრაელი თვითმფრინავის ჩამოგდებასა და ეკიპაჟის დაღუპვაში დაადანაშაულა. შოიგუ აგრეთვე ებრაელ კოლეგას ესაუბრა, რა დროსაც განაცხადა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას საპასუხო ქმედებები განახორციელოს. შოიგუს თქმით, თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 15 რუსი სამხედრო დაიღუპა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)