|
2018-09-17 16:14:25, 2279 ნახვა
კომენტარი
აკაკი ზოიძე: არც ნარკოტიკების წარმოებას ვაპირებთ და არც გაყიდვას
„ძალიან მკაფიო მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ ჩვენ არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას ვაპირებთ“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მარიხუანის წარმოება-ექსპორტი ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს. „პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რაზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, შეიქმნა ნეგატიური განწყობა საზოგადოებაში მთლიანად. ეკლესიის განწყობებიც ასევე, გამოხატავს უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენ დრო დავხარჯოთ იმისათვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ თუ რამე კითხვებია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამ კითხვებზე გაეცეს დამაკმაყოფილებელი, ამომწურავი პასუხი. რაც მთავარია, ძალიან მკაფიო მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ ჩვენ არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას ვაპირებთ, ეს არის მთავარი გზავნილი. თეორიული მსჯელობები იმის თაობაზე თუ რა მოხდება, ჩვენ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯი იმისთვის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ამ დისკუსიაში, რომელმაც შეიძლება ქვეყანას ან ზიანი მოუტანოს, ან დიდი სარგებელი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ინდივიდუალურ ადამიანებს ისე, მთლიანად ქვეყანას. მაგრამ ამაში ყველა ერთად უნდა დავრწმუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი კანონი იქნება დღენაკლული, რომელიც საზოგადების ინტერესებს საწინააღმდეგოდ იქნება მიღებული“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)