|
2018-09-17 15:31:51, 3051 ნახვა
კომენტარი
„ღმერთი არ გაუწყრეს ამომრჩეველს, რომ არასწორი არჩევანი გააკეთოს“ - მეუფე პეტრე ზურაბიშვილს აკრიტიკებს
სინოდის წევრი, მეუფე პეტრე ცაავა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება. სასულიერო პირმა პრეზიდენტობის კანდიდატი გააკრიტიკა: "ძალიან საინტერესო სიტყვაა ქართულ ლექსიკონში - "დაფრანგული". მაშინ როდესაც მე-18, მე- 19 საუკუნეში ჩამოვიდნენ ფრანგი მისიონერები, რომლებიც კათოლიკურ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, ატყუებდნენ ქართულ მოსახლეობას, თითქოს ფილოსოფიას ასწავლიდნენ მათ, ქართველმა ხალხმა დასავლეთში, გურიაში, სამეგრელოში, მათ აზროვნებას გაუკუღმართებული ანუ დაფრანგული უწოდა. ეს სიტყვა დღემდე არსებობს. ჩვენი დაფრანგულუ ქალბატონი, თავისი დაფრანგული აზროვნებით, ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი არ დაუშვებს. ღმერთი არ გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი. გვესმის შეფასება, რომ განგრენა ყოფილა თურმე აფხაზეთი და ცხინვალში არსებული პრობლემა, ეს არის ბოროტება, ეს არის სიძულვილი და მტრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთი, ცხინვალი, ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი და სხვა კიდევ 5 ქართული მიწა, არის მოუშუშებელი ღია ჭრილობა ქართველი ერისთვის, რომელიც აუცილებლად გამოჯანმრთელდება. განგრენა საქართველოში არის, ქვეყანაში ე.წ. მე-5 კოლონის არსებობა. განგრენა არის ანტიეროვნული შეგნება საქართველოში, ეს არის მტრობა, ფულის, თანამდებობის გაკერპება და ამისგან ერი უნდა განთავისუფლდეს", - განაცხადა მეუფემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)