|
2018-09-17 15:13:39, 2746 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე: ბარიგობა ჩემს ბავშვობაში ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვა იყო - ცოდვით ნაშოვნი ფული არ გვჭირდება
სუნოდის წევრი, მეუფე პეტრე ცაავა ხელუსუფლებას ინიციატივას, საქართველოში მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის წარმოებასა და ექსპორტზე გატანას ეხმაურება. მეუფე პეტრემ აღნიშნულ კანონპროექტს სახელმწიფოებრივი დანაშაული უწოდა. "თითქოს ხელისუფლება თუ სახელმწიფო გვთავაზობს, რომ საქართველოში შეიქმნას წარმოებული ნარკოტიკული საშუალებები და ამით საქართველომ მოიპოვოს მატერიალური კეთილდღეობა. ბოროტებაა მსგავსი შემოთავაზება. ბოროტებაა იმის თქმა, რომ თურმე ბარიგობა არ არის ცოდვა. ცოდვით ნაშოვნი ფული ქვეყნის და ერის კეთილდღეობას არ წაადგება. არ გვჭირდება ცოდვილი და სისხლიანი ფული არავითარ შემთხვევაში ქართველ ერს. ბარიგობა, არ მომერიდება ამ სიტყვის, ტერმინის, ხმარება, ჩემს ბავშვობაში ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვა იყო. როგორ შეიძლება ამაზე ფიქრი, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც სხვისი უბედურების ხარჯზე მდიდრდება როგორ შეიძლება რომელიმე ქართულმა ოჯახმა წარმოიდგინოს, რომ მას შეიძლება მატერიალური კეთილდღეობა მოაკლდეს, მაგრამ ის სხვისი სიკვდილის ხარჯზე გამდიდრდეს და მიწიერი კეთილდღეობა მოიპოვოს. ფაქტიურად მსგავსი შემოთავაზება თუ მსგავსი პროექტი იმას ნიშნავს, რომ თითქოს წამლის გაყიდვა არ ყოფილა ცოდვა და დანაშაული სახელმწიფოებრივად. რა თქმა უნდა, ის უმძიმესი ცოდვაა და დანაშაულია ადამიანურად და რა თქმა უნდა, დანაშაულია სახელმწიფოებრივად. დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ერი არ დაუშვებს ამას, ქართველი ერი უნდა გათავისუფლდეს მსგავსი მზაკვრობისაგან, მსგავსი ბოროტებისგან, მსგავსი არასახელმწიფოებრივი და არაეროვნული აზროვნებისაგან“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)