|
2018-09-17 12:26:24, 2239 ნახვა
კომენტარი
„კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება“ - მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც კანაფის კანონპროექტს ეხება. სასულიერო პირი პრეზიდენტობის კანდიდატს აკრიტიკებს და მას "კანაფის დედოფალს" უწოდებს. „შეიძლება თუ ვერ გაიმარჯვა იმას ფიქრობს, რომ მერე ერთ ლიცენზიას მაგის აიღებს. იყო ხოლმე გამოთქმა, ფეხბურთს როცა ვთამაშობდით ახალგაზრდობაში, იყვნენ ხოლმე ადამიანები გამოდიოდნენ და ამას ვიზამ, იმას ვიზამო და კრამიტებს რაკარუკი არ აუტეხოო, ვეტყოდით ხოლმე და არ ვიცი, რა უნდა ქნას ახლა ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის, მასწავლებლები ჰყავთ, კარგად ვიცი რა ხდება და ეს პიარ ტექნოლოგიები კარგად ვიცი. თუ იმას ამბობს, რომ კანაფს ჩაუდგება, კანაფის დედოფალი შეიძლება გახდეს. ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ "კანაფის დედოფალი" ნამდვილად გახდება,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას თავად გაუძღვება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)