|
2018-09-14 10:27:29, 652 ნახვა
რეგიონი
ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე 8 000-მდე აბონენტს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება
აჭარის ა/რ მთავრობისა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, შპს ,,ბათუმის წყალმა" ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და შპს ,,ბათუმის წყალი"-ს დირექტორთან მარიამ გვიანიძესთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. პროექტი I ეტაპზე ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელის შექმნას ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 მილიონ 700 ათას ლარს. პროექტის II ნაწილი ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მიერ განხორციელდება და მისი ღირებულებაა 2 მილიონ 600 ათასი ლარი. სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე, მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით, 85 კილიმეტრს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია. ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელი აქამდე არ არსებობდა. დღემდე მოსახლეობა წყალმომარაგების მიზნით მიწისქვეშა წყლებს იყენებდა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე, 8 000-მდე აბონენტს უწყვეტი წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში ექნება.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)