|
2018-09-12 14:57:13, 622 ნახვა
რეგიონი
აჭარაში კონკურსებსა და ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
დღეს ბათუმში 2017 წელს საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და მოსწავლეებს წარმატებები მიულოცა. დაჯილდოებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მოადგილეებთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის ხელმძღვანელთან ვლადიმერ მგალობლიშვილთან ერთად ესწრებოდა. კონკურსებსა და საგნობრივი ოლიმპიადაში 15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან გამარჯვება 111-მა მოსწავლემ მოიპოვა. საგნობრივ ოლიმპიადაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გამარჯვებულ 24 მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გადასცა. ღონისძიების ფარგლებში 81 წარმატებული მოსწავლე პლანშეტებითა და სიგელებით დააჯილდოვეს, ხოლო 5 წარმატებულ სკოლასა და 65 მასწავლებელს მადლობის სიგელები გადაეცათ. აღნიშნული ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "განათლების ხარისხის გაუმჯობესება" ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში გაიმართა.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)