|
2018-09-12 11:17:11, 1009 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ერთი გრამი მარიხუანაც არ მოხვდება უკანონო ბრუნვაში და მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის
„ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ეს, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ. ეს, ამ შემთხვევაში მეორე და მესამეხარისხოვანია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა განმარტა, მთავრობას გათვითცნობიერებული აქვს რისკები და ამიტომ მარიხუანას კულტივაცია სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა. „ვინაიდან გვაქვს რისკები გათვითცნობიერებული, რომ არ შეიძლება, ზოგადად, ამ მცენარის და ამ ნივთიერების კულტივაცია, რომ იყოს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს ის და სწორედ ამ რისკიდან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლდათ დაგვეზღვია რისკები. თუ კულტივაცია არ იქნება სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, ეს შექმნის ძალიან მნიშვნელოვან რისკებს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ რეგლამენტირებაა აუცილებელი, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ეს, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ. ეს, ამ შემთხვევაში მეორე და მესამეხარისხოვანია. მთავარი გახლავთ ის, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგადოებას და მათ ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ მოხდეს კულტივაციის რეგლამენტირება. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროდუქცია შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ერთი გრამი ამ ნივთიერების არ მოხვდება უკანონო ბრუნვაში და არ შეუქმნის ეს ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას პრობლემას", - განაცხადა პრემიერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)