|
2018-09-11 20:08:23, 937 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: კომისიამ დაადასტურა, რომ სარალიძის ეჭვები მისი შვილის მკვლელთან დაკავშირებით, სიმართლეს მოკლებული არ არის
პარლამენტის შენობასთან, სადაც უკვე მეორე დღეა ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები - პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და ოთარ კახიძე მივიდნენ. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადასტურა, რომ ზაზა სარალიძის ეჭვები მისი შვილის მკვლელთან დაკავშირებით, სიმართლეს მოკლებული არ არის. „როგორც ორი შვილის მამა, ადამიანურად თანავუგრძნობ ზაზა სარალიძეს. როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ საპარლამენტო კომისიის მუშაობამ დაადასტურა ზაზას სიმართლე, კერძოდ კი, სისტემამ გააკეთა ყველაფერი, რომ არ მომხდარიყო საქმის სრულფასოვანი გამოძიება და დასასჯელი ადამიანები არ დასჯილიყვნენ. ჩვენი ვალია ადამიანურად და პოლიტიკურად გვერდში დავუდგეთ ზაზას და მის გეგმებს. მასთან გვექნება კონსულტაცია, რის შემდეგაც დეტალებზე ჩამოვყალიბდებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთის, ზაზა სარალიძე 21:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა ამ დროისთვის უცნობია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)