|
2018-09-11 18:29:39, 911 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე მარიხუანას წარმოებაზე: ეს შეიძლება გახდეს ჩვენს ტერიტორიაზე ნარკოტიკების გავრცელების წყარო
მარიხუანას წარმოება შეიძლება გახდეს ნარკოტიკების ჩვენს ტერიტორიაზე გავრცელების წყარო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, საქართველო მარიხუანას წარმოების დაწყებისთვის მზად არ არის. „ვიღაცისთვის მზადდება სპეციალურად ეს კანონი და ხდება გარკვეული ადამიანების ინტერესების ლობირება, ვინაიდან, რეალურად დღევანდელ პირობებში ვერ მოხდება გაკონტროლება იმისა, რომ იგი არ მოხვდეს შიდა ბაზარზე. თუ გავითვლაისწინებთ ხელისუფლების სისუსტეს, კორუფციას და არაორგიზებულებას, ეს შეიძლება გახდეს ნარკოტიკების ჩვენს ტერიტორიაზე გავრცელების წყარო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება. შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)