|
2018-09-10 19:22:42, 953 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრი: ზოგიერთი ბიზნესი თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად, რომ გადასახადებს თავი აირიდოს
„სამარცხვინოა, მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადებს თავი აირიდოს“, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებულ მოვლენებს. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს შანტაჟის ენით ვერავინ დაელაპარაკება. „საქართველოს ხელისუფლება არასოდეს არ ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული და არც მედია ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და მე ვიტყოდი მეტსაც, რომ სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადებიდან თავი აირიდოს. სახელმწიფოს ვერავინ დაელაპარაკება შანტაჟის ენით. ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ ბიუჯეტში. ყველანაირი შეთავაზება იყო მათ მიმართ, რამდენჯერმე შევთავაზეთ გრაფიკი, თან ისეთი, როგორიც მათ მოითხოვეს, მაგრამ არც ერთხელ არ შეასრულეს. შესაბამისად, არანაირი კავშირი ამას მედიასთან არა აქვს, ეს არის სრული სპეკულაცია“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერია“ რამდენიმე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღეს ტელევიზიის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს. მათი თქმით, „ომეგა ჯგუფის“ მიმართ ფინანსურ ზეწოლა მიმდინარეობს და ხელისუფლებას ტელევიზიის დახურვა სურს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)