|
2018-09-10 19:17:24, 1029 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ხორავას ქუჩის საქმეზე: ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს - ეს არის პოლიტიკური უტიფრობა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქცია მართავენ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, მათი პოლიტიკური გუნდი ზაზა სარალიძეს მხარს უჭერს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ვრცელი დასკვნა გამოაქვეყნა, ხელისუფლებას დამნაშავის დასჯის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. „ჩვენი პოლიტიკური გუნდის პირადი პოზიციაა, რომ ზაზა სარალიძეს მხარში დავუდგეთ. ყველა დღე, როდესაც ხელისუფლება არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დამნაშავებიის დასჯის თვალსაზრისით, ეს ასმაგად ამძიმებს დღევანდელი ხელისუფლების პაუსიხსმგებლობას. ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არის დოკუმენტირებული უსამართლობის მაგალითი. კომისიის დასკვნაში დეტალურად არის გაწერილი ის, რაც ქართულმა საზოგადოებამ აქამდეც იცოდა, თუმცა ახლა, ეს ყველაფერი ფაქტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული. ცნობილია კონკრეტული პირი, რომლის მიმართაც არსებობს მტკიცებულებები, რათა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს მკვლელობაში თანამონაწილეობის თვალსაზრისით. აგრეთვე, ცნობილი არიან პირები, რომლებიც ამ დამნაშავეს ხელს აფარებენ. ჩვენ ამ მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ და ეს არის პოლიტიკური უტიფრობა. მხარს ვუჭერთ და თანავუგრძნობთ ზაზა სარალიძეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)