02:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 15:29:29, 1291 ნახვა

სამართალი
ყოფილი მეუღლის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში და ყოფილი მეუღლის დედის ავტომანქანის დაზიანებაში ბრალდებული ნ.ფ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის აპრილიდან ნ.ფ. სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.გ.-ს როგორც თანაცხოვრების პერიოდში, ისე მასთან დაშორების შემდეგაც. 

სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 20 აპრილს, ღამის საათებში, ნ.ფ.-მ შურისძიების მოტივით, ცეცხლი წაუკიდა და დააზიანა ყოფილი მეუღლის დედის ს.გ.-ს კუთვნილი ავტომანქანა, რითაც  დაზარალებულს  მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ნ.ფ. 2018 წლის 29 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლისკოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია) და 111 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და აღკვეთის ღონისძიების სახითპატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნ.ფ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics