|
2018-09-06 14:28:01, 1787 ნახვა
კომენტარი
პრემიერი კომისიის დასკვნაზე: სამწუხაროდ დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ პოლიტიკური შეფასებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას და გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ საქმის წარმოებაში შესაძლო ხარვეზების არსებობა დაედგინა. ამასთან, პრემიერის შეფასებით, მიღებული დასკვნა პოლიტიკური შეფასებებისგან შედგება. "საგამოძიებო კომისიის მთავარი ფუნქცია გახლავთ გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა გამოძიებისთვის და არა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შეფასება, მით უმეტეს პოლიტიკური შეფასება. როდესაც ხდება პოლიტიკური შეფასება, ეს რა თქმა უნდა ობიექტურობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასება გახლავთ ასეთი, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზნისთვისაც შეიქმნა და რა ფუნქციაც აქვს მას კანონმდებლობის ფარგლებში, სწორედ ის უნდა განახორციელოს. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები. მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, მთავარი არის ის, რომ ყველანი დავრწმუნდეთ, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოჩენილი, ან თუ იყო, ის უნდა იყოს გამოსწორებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც საზოგადოება ელის და რისთვისაც რეალურად იყო შექმნილი აღნიშნული კომისია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე საბოლოო დასკვნა 5 სექტმბერს მიიღო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)