19:28 - 15 Aug, 2026
|
2018-09-05 11:56:08, 582 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ბათუმში ირანის კონსულის მოვალეობის შემსრულებელს, აჰმად ბადფას შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელ აჰმად ბადფასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. აჰმად ბადფა აჭარაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 20 აპრილს შეუდგა. მანამდე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოს ქ. ჰოსეინ მაშადი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მინისტრმა და დიპლომატმა ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სფეროსა და ამ კუთხით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს. ზაალ მიქელაძემ აჰმად ბადფას დიპლომატიური მისიის მოვალეობის შესრულების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)