|
2018-09-03 16:41:12, 1373 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: ცდილობენ, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფარონ
„მაქსიმალურად ცდილობენ, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფარონ და არამარტო მკვლელებს“ , - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. სარალიძე 10 სექტემბერს მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს და აცხადებს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი უნდა დასრულდეს. „ფაქტია, ძალიან ბევრი რამე გამოვლინდა ამ კომისიაზე. ვინ რა დარღვევა ჩაიდინა გამოძიების მსვლელობის დროს, ვინ არის პასუხისგებაში მისაცემი. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა პროკურატურამ, მაგრამ შეგნებულად, მიზანმიმართულად გააყალბა ყველაფერი. არანაირ ეჭვებზე არ არის საუბარი, აქ არის იმაზე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფარონ და არამარტო მკვლელებს. ვინც კი ჩაიდინა დანაშაული, უნდათ, გააპრავონ ის გამომძიებლები, ის პროკურორები, გენპროკურორი და ა.შ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმის წინააღმდეგ, რომ შერჩევითი სამართალი ერთხელ და სამუდამოდ დასამარდეს ამ ქვეყანაში და ვიღაც პროკურორის შვილები და ნათესავები, გენპროკურორის ჩართულობით, ჩვენ შვილებს არ უნდა გვიკლავდნენ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)