|
2018-08-31 12:56:21, 2599 ნახვა
მსოფლიო
ჯერარ დეპარდიეს 22 წლის ქალი გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს 22 წლის მსახიობი ქალი გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Parisien იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პარიზის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. სამართალდამცველებს შესაბამისი ინფორმაცია თავად ქალმა, 27 აგვისტოს მიმართა. გოგონას ვინაობა მედიაში არ სახელდება, თუმცა როგორც მან პოლიციაში განაცხადა, ჟერარ დეპარდიემ მასზე ორჯერ იძალადა. მისი მტკიცებით, ინციდენტები 7 და 13 აგვისტოს მოხდა, როდესაც დეპარდიეს სახლში, პარიზში, თეატრალური პიესის არაფორმალური რეპეტიცია მიმდინარეობდა. მედიის ცნობით, ჟერარ დეპარდიე გოგონას მამის მეგობარი იყო და ახალგაზრდას სამსახიობო კარიერაში დახმარებას ჰპირდებოდა. თავის მხრივ მსახიობი ბრალდებებს უარყოფს. "ის შოკირებულია. ასეთი ტიპის ბრალდებები ეწინააღმდეგება მის პიროვნებას და ფასეულობებს. მისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია", - განაცხადა დეპარდიეს ადვოკატმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)