07:12 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 19:41:21, 884 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მთავარია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში სისტემური პრობლემა არ არსებობს

„მთავარია, რომ სისტემური პრობლემა არ არსებობს  საარჩევნო ადმინისტრაციაში. რაც შეეხება შესაძლო კონკრეტულ გადაცდომებს, ამაზე, რა თქმა უნდა, საჭიროა რეაგირება. რეაგირების მექანიზმები გაწერილია კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციამ ასეთ გადაცდომებზე, თუ ასეთი არსებობს, უნდა იმოქმედოს ამ ნორმების შესაბამისად",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  საარჩევნო გარემო მთლიანობაში არის სათანადო, უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ეს არის უმნიშვნელოვანესი.

„სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ყოველთვის ემთხვევა ხოლმე არჩევნების შედეგები და მიზეზი არის ის, რომ არჩევნები ტარდება სამართლიან გარემოში. ყველა კანდიდატს  აქვს  იმის საშუალება, რომ დაამყაროს სათანადო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მიიტანოს საკუთარო გზავნილები. ასეთ პირობებში წარიმართება ეს პროცესი, არანირად არ ფერხდება არც აგიტაცია, და  საარჩევნო ადმინისტრაციაშიც არ შეიმჩნევა რაიმე სისტემური პრობლემა",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის აღიარებენ არჩევნებს როგორც სამართლიანს, როგორც სათანადოდ ჩატარებულს  და ეს არის მთავარი.

„არაერთი კომენტარი მოვისმინეთ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. ოპოზიცია მუდმივად ცდილობს ყოველი არჩევნების წინ თავი დაიზღვიოს. ისინი ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის კრიტიკის ქვეშ მოქცევას, იგივე ეხება უწყებათაშორის კომისიას და ზოგადად საარჩევნო პროცესებს. ეს არის ის, რასაც ვართ მიჩვეული, თუმცა მთავარია საბოლოო შედეგი. საბოლოო შედეგი არის ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის აღიარებენ არჩევნებს როგორც სამართლიანს, როგორც სათანადოდ ჩატარებულს. ეს არის ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics