|
2018-08-29 16:11:55, 977 ნახვა
კომენტარი
სპორტის მინისტრი - სამწუხაროდ, გურამ კაშიას საქმეს სირღმისეულად არ ვიცნობ, დავინტერესდები
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას საქმეს არ იცნობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განვითარებული მოვლენებით დაინტერესდება და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს. „სამწუხაროდ, ესე დეტალურად და სიღრმისეულად არ მაქვს ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ დავინტერესდები, რომ გიპასუხოთ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. შეგახსენებთ, შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, გურამ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი წაშალა, ხოლო ინსტაგრამის ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თავდაპირველად მის მიმართ აგრესია ჰოლანდიის ჩემპიონატში, „ვიტესის“ ერთ-ერთ მატჩში, ცისარტყელას ფერებში შეღებილმა კაპიტნის სამკლაურმა გამოიწვია, რომლითაც ფეხბურთელი „ფობიის საწინააღმდეგო კამპანიას“ შეუერთდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოს გადასცემს, ფეხბურთელის მიმართ აგრეისულად განწყობილი პირები კვლავ გააქტიურდნენ. ამასთან, დღეს გურამ კაშიას შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების გამო, შსს-მ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა. თავად მორგოშია აცხადებს, რომ მუქარას მის განცხადებებში ადგილი არ ჰქონია და ის ფეხბურთელის ქმედებას აპროტესტებდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)