06:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 11:31:35, 1065 ნახვა

სამართალი
ოკუპანტებმა თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული და მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის მისია უკვე ინფორმირებულია.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები თრუსოს ხეობაში სალაშქროდ იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ გზა აებნათ, რის გამოც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდნენ.

ამ დროისთვის მცხეთის პოლიციაში ტურისტების ახლობლების და ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს. დაკავებულები სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics