23:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-28 11:24:28, 2959 ნახვა

მსოფლიო
ბრუკლინის ციხეში ავთანდილ ხურციძე და რაჟდენ შულაია დაჭრეს

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ბრუკლინის ციხეში დაჭრეს, - ინცინდენტის შესახებ CrimeRussia მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შულაიას თარჯიმანის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, კონფლიქტი თავდაპირველად  შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა, რა დროსაც ავთანდილ ხურციძემ შულაიას მხარი დაუჭირა.

„შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. შულაიას მხარი კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ („ჩაქუჩა“) დაუჭირა. ლათინოამრიკელებმა,  შულაიასა და ხურციძის წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს. ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ მასობრივი ჩხუბი შეწყდა, შულაია და ხურციძე კი ჰემატომებითა და ზედაპირული ჭრილობებით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს CrimeRussia.

სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ორივე მათგანი, რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე კარცერში მოათავსეს

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics